ამ წუთებში "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ნინო გოგუაძემ "ქართული ოცნების" ოფისი დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ისინი საბჭოს სხდომაზე დასამშვიდობებლად მივიდნენ.
"ჩვენ მათ გადავუხადეთ მადლობა თანამებრძოლობისთვის და პრინციპში ჩვენ აქ მათთან დასამშვიდობებლად მოვედით."
კითხვაზე ესწრებოდა თუ არა პოლიტსაბჭოს სხდომას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილმა, გოგუაძემ, ისევე როგორც ზურაბ აბაშიძემ, არ გვიპასუხა.
თუმცა, გავრცელებული ხმებით, ივანიშვილი პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრებოდა.