უკვე ცნობილია, რომ "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია დატოვეს.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა რჩება თუ არა კოალიციაში "თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი კვერღელიძე.
კვერღელიძე ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ არის.
"8 ნოემბერს გვაქვს პარტიის ყრილობა. შევხვდები პარტიის ლიდერს, ირაკლი ალასანიას და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას".
_ შესაძლებელია პარტია დატოვოთ და "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" რიგებში აღმოჩნდეთ?
_ ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გიპასუხებთ, ირაკლი ალასანიასთან კონსულტაციის შემდეგ.