"თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვეს, თუმცა რამდენი დეპუტატი დატოვებს "თავისუფალი დემოკრატებიდან" საპარლამენტო უმრავლესობას, ამის შესახებ როგორც გია ცაგარეიშვილი აცხადებს, 12 ნოემბერს გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, პარლამენტში უმრავლესობა 76 დეპუტატის გაერთიანების პირობებში იქმნება. დღეს უმრავლესობას პარლამენტში 83 დეპუტატი ქმნის, აქედან ფრაქცია "ქართულ ოცნება – თავისუფალ დემოკრატებში" 10 წევრია, რომელთა უმრავლესობიდან გასვლით მივიღებთ 73 დეპუტატს, შესაბამისად კოალიცია უმრავლესობაში აღარ იქნება.