ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისი ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ დატოვა, რომელმაც განაცხადა, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა, ისევ დაადასტურა ქვეყნის საგარეო კურსის აბსოლუტური ურყეობა.
"საქართველოს პარლამენტმა, თავის დროზე მიიღო რეზოლუცია, ასე რომ, ესაა პოლიტიკური ინსიმაცია.
ძალიან სამწუხაროა, რაც გუშინ მოხდა. გული დამწყდა, რომ ჩემი საყვარელი მეგობრები კოალიციას გაემიჯნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა მათგანი ამ გადაწყვეტილებას არ გაიზიარებს."
ზვიად კვაჭანტირაძემ არც დაადასტურა და არც უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად ზურაბ აბაშიძისა და თედო ჯაფარიძის კანდიდატურები განიხილება.
მისი თქმით, ამაზე გადაწყვეტილებას პრემიერი მიიღებს.