ლანჩხუთში "თავისუფალი დემოკრატები" როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ორგანოში მრავლად არიან წარმოდგენილები.
საკრებულოში თავისუფალი დემოკრატების" ფარქციაში სამი დეპუტატი ერთიანდება. თუ რა ნიშას დაიკავებენ სამომავლოდ ლანჩხუთის საკრებულოში წარმოდგენილი დემოკრატები, ამაზე "გურია ნიუსი" ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძეს ესაუბრა.
"მე იმ დიდი ოჯახის წევრი ვარ დაარსების დღიდან, რასაც თავისუფალი დემოკრატები" ჰქვია. რა არჩევანსაც გააკეთებს პარტია, მისი ერთგული ვიქნები. რადგან გადაწყდა, რომ დემოკრატები ტოვებენ უმრავლესობას, შესაბამისად, მეც აღარ ვიქნები მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობის წევრი".
თუ ფრაქციის თავმჯდომარეს ნათლად აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი პოზიცია და არ ერიდება ოპოზიციაში გადასვლას, გაურკვევლობაა პარტიის სხვა წევრებში.
ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების" კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჩახვაძე ამბობს, რომ შეიკრიბებიან, იმსჯელებენ და არჩევანსაც ამის შემდეგ გააკეთებს.
არჩევანის გაკეთება უჭირს ამ ეტაპზე ქ ელისო ჭიჭინაძესაც, რომელიც ასევე პროცესების განვითარებას ელოდება.