ოზურგეთის საფეხბურთო კლუბმა "მერცხალი 2"-მა ჭიათურის "ჭიათურასთან" თამაში 15:3 დაამთავრა.
კლუბ "მერცხალის" მთავარი მწვრთნელის, ხარიტონ ჩხატარაშვილის თქმით, სტუმართა კარში 7 ბურთი იონა კალაჯიშვილმა და 5 ბურთი კი გიორგი კაშიამ გაიტანა.
"ამ კვირაში წარმატებულად გაართვეს თავი "მერცხალის" ფეხბურთელებმა. მეორე ლიგაში 15:3 მოვიგეთ, ხოლო პირველ ლიგაში კი "მერცხალმა" "ტყიბულის" მეშახტეს 5:1-ით მოუგეს. გოლები გაიტანა ნიკა ჭკუასელმა, ევან ათუაშვილმა და ნიკა ხინთიბიძემ", _ გვითხრა ხარიტონ ჩხატარაშვილმა.