"თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პარტია დატოვა.
ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსმა" "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი თემურ სალუქვაძე ჩაწერა.
"დიმიტრი კვერღელიძის გადაწყვეტილებას, არის ყოველთვის პოლიტიკური გზა გასაყარი და ხდება ხოლმე მსგავსი ფაქტები. ძალიან ვწუხვარ, რომ მან ასეთი არჩევანი გააკეთა. იმიტომ, რომ აქ არის პრინციპებზე საუბარი.
ჩვენ ვინც დავაფუძნეთ "თავისუფალი დემოკრატები" არ ვცლით ჩვენს ღირებულებებს და პოლიტიკას. თუმცა, არჩევანი ყველამ ადამიანმა უნდა გააკეთოს და ამას ცხოვრება თვითონ გვაჩვენებს ვინ სწორია და ვინ არ არის სწორი."