ამერიკულმა საინფორმაციო საშუალებებმა გუშინ ერთი სენსაციური ინფორმაცია გაავრცელეს.
თურმე ღრუბლები მოიქუფრა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის უღრუბლო თანაცხოვრებაში.
ამისი მიზეზი მათი ერთობლივი სექსუალური თანაცხოვრება აღმოჩნდა. ამ ორი „ვარსკვლავის“ ურთიერთობა ბოლო პერიოდში თურმე საკმაოდ გაცივდა.
მართალია ერთმანეთი კვლავ უყვართ, მაგრამ უწინდელი ძლიერი ვნება აღარ გააჩნიათ.
„სამწუხაროა“ მაგრამ გაჟონა ინფორმაციამ, რომ თურმე ბრედ პიტი ცოლთან არარეგულარული ინტიმური ცხოვრების გამო საძმოში განუწყვეტლივ წუწუნებს.
ცეცხლზე ნავთი დაასხა იმ ფაქტმაც, რომ ჯოლის ყოფილი მეუღლის, ბილი ბობ ტორნტონის მტკიცებით, ის ანჯელინას ზოგჯერ განმარტოებით ხვდება.
ასე რომ კიდევ ერთ ცნობილ ოჯახში მონასტერი აირია და ზოგიერთი ლოს-ანჯელესური ტოტალიზატორიც, ჯოლი-პიტის შესაძლო გაყრის თარიღზე ფსონებსაც კი იღებს.