ხვალ, 8 ნოემბერს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გეპატიჟებათ სახალხო დღესასწაულზე „ოზურგეთობა – ალეგრობა"
პროგრამა:12:00 სთ – ქალაქის დღესასწაულის გახსნა:
„შემოდგომის კომპოზიციების" გამოფენა, „ღვინის ფესტივალი" , „ჩაის ფესტივალი" , ქართული ტრადიციული სპორტული ასპარეზობები, ხალხური რეწვის გამოფენა -გაყიდვა, ტურისტული გამოფენა, ყვავილების გამოფენა, წიგნების ფესტივალი, ფოტო გამოფენა – „ძველი ოზურგეთი".
13:00 სთ -ქალაქ ოზურგეთის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი.
14:00 სთ – სამხატვრო გალერეა – გურიის მხატვართა კავშირის „საშემოდგომო გამოფენის"გახსნა.
16:00 სთ – მხატვარ მარინა უჯმაჯურიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
17:30სთ-საპატიო ოზურგეთელების დაჯილდოება; ანსამლ «ბასიან"-ისა და „მეტეხ"-ის კონცერტი.
(R)