"ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ოფისში ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ლიდერთა სკოლისა და ახალგაზრდული ცენტრის ერთობლივი პროგრამის, საჯარო სკოლებში სასმელი წყლის ხარისხის შესახებ წარმოებული ადვოკატირების კამპანიის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყველაშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ხათუნა სურგულაძე და გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სარეკომენდაციო სახის შეხვედრაზე, ასევე, იმყოფებოდნენ საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
პრეზენტაციის მიზანი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ქალაქის საჯარო სკოლებში სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის პრობლემის დასმა.
პრეზენტაციის შემდეგ აღნიშნული პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა, საკითხზე, თუ რომელი სტრუქტურაა პასუხისმგებელი აწარმოოს უსაფრთხო და ხარისხიანი წყლის მიწოდება სკოლებში.
"ჩვენ მზად ვართ ვიყოთ იქ, სადაც დახმარებას საჭიროებენ, განსაკუთრებით, თუ ეს ბავშვთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებას ეხება" – განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.
პრეზენტაცია გაიმართა პროგრამის – „ეროვნული იტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) და დაფინანსებულია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
(R)