"გურია ნიუსის" დილით, "თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ირინა კოპალეიშვილი დაუკავშირდა და გვითხრა, რომ პარტიის ყრილობას, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს, ოზურგეთიდან 20 კაცი დაესწრება.
"მინდა გითხრათ, რომ ხმები იმის შესახებ, რომ ოზურგეთიდან "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობას ხუთი ან ექვსი ადამიანი დაესწრება არის სიცრუეა. ოზურგეთიდან 20 ადამიანი ვიქნებით და ამის ამსახველ ფოტო მასალას ყრილობის შემდეგ გამოვაქვეყნებთ", _ გვითხრა ირინა კოპალეიშვილმა.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ყრილობას ასევე ესწრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ტიტე მგელაძე.
"თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდანაც წავიდნენ.
"27 ადამიანი დაესწრება ლანჩხუთიდან ყრილობას, უკვე გზაში ვართ და მალე თბილისში ვიქნებით",– გვითხრა "თავისუფალი დემოკრატების" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძემ.