ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით მიმდინარე კვირაში განვითარებულ მოვლენებს "კრიზისის ნიშნებს" ჰქონდა.
_ გარკვეული რყევები იყო, რაც არ არის სასიამოვნო, მაგრამ მთავრობის პოლიტიკურ კრიზისს მე ამას არ დავარქმევდი. სახელისუფლებო კრიზისის ნიშნები იყო, მაგრამ უკვე, პრაქტიკულად, ყველაფერი დალაგებულია, – აღნიშნა ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებელის" ეთერში.
მისივე თქმით, მინისტრების გადადგომა დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია:
_ ეს ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, ისე როგორც ის, რომ კოალიციიდან გადიან პარტიები. ყველა მოვლენიდან ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და გამოვიყენოთ ქვეყნისთვის სასარგებლოდ. მოკლედ თუ შევაფასებთ – იმაში, რაც მოხდა კარგი არაფერი არაა და განსაკუთრებით ახლო მომავალში, თუმცა ვფიქრობ, როცა ყველაფერი დალაგდება და ყველაფერს პასუხი გაეცემა, ეს სტრატეგიულად ქვეყანას არ დააზარალებს. შეიძლება უკეთესიც იყოს. ჩვენ უნდა შევეცადოთ ის მოვლენები, რომელიც განვითარდა, ქვეყნის სასიკეთოდ მოვირგოთ, – აღნშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ თუკი ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება ეს მისასალმებელი იქნება.