ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს უწუნებს და ამბობს, რომ ის განცხადებები მიუღეღებელი იყო:
_ პრემიერი არის ძალიან ძლიერი პიროვნება, ძალიან მაგარი პრაქტიკოსი. არის გამოუცდელიც, რა თქმა უნდა, – თუ გნებავთ ის განცხადებები, რაც გააკეთა მთავრობის სხდომაზე, აბსოლუტურად მიუღებელი იყო და შეეშალა. ემოციებს უნდა მოთოკვა და აჩვენა, რომ ნაკლები პოლიტიკური პრაქტიკა აქვს გავლილი. ეს გამომჟღავნდა. მეც ვუწუნებ პოლიტიკურ სიმწიფეს. ასეთი ტონით შენს ყოფილ მეგობრებს არ უნდა ელაპარაკო. მეც მქონია ისეთი აქცენტები, რაც არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ირაკლის ახალგაზრდობით მეტი შეეშალა, _ განაცხადა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და დასძინა, რომ მოქმედი პრემიერი, გულწრფელი, ძალიან ეფექტური, ძალიან ენერგიული და ეფექტური პრემიერ-მინისტრია.