შემოქმედელი მთვარეპისკოპოსი, მეუფე იოსები (კიკვაძე) ქალაქ ოზურგეთში სახალხო დღესასწაულს "ოზურგეთობა-ალეგრობას" დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
"გისურვებთ ყველას წარმატებებს და მადლობას ვუხდი ყველას ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ ლამაზი კუთხის მშენებლობაში და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი კარგი, რამ გაკეთდება, ამაში ღმერთი ნამდვილად დაგვეხმარება.
ასევე, მინდა გთხოვოთ, რომ ყველამ ჩვენთაგანმა ხატის წინაშე ყოველდღე უფალს შევსთხოვოთ, ქართველებმა განსაკუთრებით შევიყვაროთ ერთმანეთი. ეს სჭირდება არამარტო დღეს, ადრეც თუ მომავალში სიყვარული არის ყველაფრის გადამრჩენელი და ღმერთმა ინებოს ისე შეგვაყვაროს ქართველებს ერთმანეთი, რომ დარწმუნებული ვარ ყველა პრობლემა მოგვარდება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ", _ თქვა მეუფე იოსებმა.