"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეს, თავში გისოსი დაეცა.
ამ დროისთვის დაშავებული, ქუთაისში გადაყვანილი და ექიმების ყურადღების ქვეშაა.
"გასულ კვირას მოხდა ეს ამბავი და იმ დღესვე წავიყვანეთ ქუთაისში. უკეთესობა არის ჯანმრთელობით კუთხით. დღეს, ბავშვს კიდევ შეამოწმებენ ექიმები.
ფანჯრის ჩარჩოდან ჩამოვარდნილ დიდ გისოსზე ფრენბურთის ბადე იყო გაჭიმული, ბავშვები დაეკიდნენ ზედ და წაიქცა გისოსი, რომელიც დაეცა ბავშვს თავში, დანარჩენმა ბავშვებმა მოახერხეს დროულად გაქცევა", _ გვითხრა თინიკო ჩხიკვაძის ბაბუამ, ავთო ცხოიძემ.
ამ ეტაპზე ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორის ჩაწერა ვერ მოხერხდა, რომლის კომენტარს ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ.