https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება“

11:15; 14.12.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“2019 წლის 20 ივნისს, დარბევის დროს როცა დავზიანდი, ვიმყოფებოდი პარლამენტის წინ. როცა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები დაშალა, ვიდექი პარლამენტის შადრევანთან ახლოს, ტელეფონით ფოტო და ვიდეო მასალას ვუგზავნიდი რედაქტორს, რა დროსაც, მომხვდა რეზინის ტყვია. მაგ დროს ჩემს ირგვლივ არ იყვნენ აქციის მონაწილეები _ მხოლოდ პოლიციელები იმყოფებოდნენ. რეზინის ტყვია ხელში და გულმკერდის არეში მომხვდა _ ხელი დამიზიანდა, გულმკერდის არეში დაბეჟილობა მქონდა. სასწრაფომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადამიყვანა სადაც აღმომიჩინეს დახმარება“, _ იხსენებს ჩვენთან საუბარში „გურია ნიუსის“ ყოფილი ჟურნალისტი მერაბ ცაავა, რომელიც ერთ-ერთი დაზარალებულია საქმის მიხედვით, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ რამდენიმე დღის წინ მიიღო. საქმე “ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოიგო.

 „სტრასბურგის სასამართლომ 2025 წლის 11 დეკემბერს, 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაშავებული 26 პირის, მათ შორის მოქალაქეების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების, საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ დაადგინა, რომ 24-მა განმცხადებელმა განიცადა არასათანადო მოპყრობა (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა). ასევე დადგინდა დემონსტრანტების შეკრების თავისუფლების (მე-11 მუხლი) და ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი) დარღვევა. ამას გარდა, განმცხადებლებისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლომ სახელმწიფოს ჯამში €600 000ზე მეტის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა, მათ შორის, €320 000 მატერიალური კომპენსაციის სახით, ხოლო 26-ვე განმცხადებლისთვის €5 000-დან €30 000-მდე ოდენობის თანხა არამატერიალური კომპენსაციის სახით.

დიდი პალატის გადაწყვეტილებით, ცალკეული პირების ძალადობრივი ქმედებები ვერ გახდის დემონსტრაციას ძალადობრივს და ვერ წაართმევს პროტესტის მონაწილე პირებს შეკრების თავისუფლების უფლებით სარგებლობას.

2019 წლის 20 ივნისს, ქართულმა პოლიციამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე კინეტიკური იარაღის გამოყენება დაიწყო ათასობით მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც მართავდნენ მშვიდობიან დემონსტრაციას. ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის მიღმა, შსს-მ უკანონოდ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, დაიწყო აქციაზე მყოფი პირების მიმართულებით, დამიზნებით რეზინის ტყვიების სროლა. ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების ხანგრძლივმა და დამიზნებით გამოყენებამ, მათთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების დაუცველობამ და პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების დანაყოფების მიერ ექვს საათზე მეტ ხანს განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა, 200-ზე მეტ ადამიანს მიაყენა ფიზიკური ზიანი. დაშლის ოპერაცია თითქმის შვიდ საათს გაგრძელდა. პოლიციამ 800-ზე მეტი რეზინის ტყვია გახსნა. ოფიციალურად დარეგისტრირდა 187 მოქალაქისა და 38 ჟურნალისტის დაზიანება პოლიციის მოქმედებების შედეგად. ზოგმა თვალი დაკარგა. სხვებს სახის ძვლები დაუზიანდათ რეზინის ტყვიების გამო.

2019 წლის 20-21 ივნისის საქმეებმა გამოკვეთა აქტიური სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები, სახელდობრ, აქტიური სპეციალური საშუალებების (მათ შორის, რეზინის ტყვიების) გამოყენების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩო, კონკრეტულ შემთხვევებში მკაცრი სიზუსტით არ ადგენს ნორმის ადრესატებისთვის თუ რა შემთხვევაში, როდის, და რა მასშტაბით არის შესაძლებელი ძალის გამოყენება. თავდაპირველ გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შს მინისტრის N1002 ბრძანებით იკრძალება ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში ნივთიერებების გამოყენება. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით ბრძანების ეს ჩანაწერი გაუარესებულია და აკრძალვა – „შეკრებისა/მანიფესტაციის მონაწილეთა მიმართ წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენება“ – ინსტრუქციიდან სრულად ამოღებულია.

6 წელზე მეტი ხნის შემდეგაც, 2019 წელს, ე.წ. „გავრილოვის ღამის“ ოპერაციაში ჩართული არც ერთი მაღალი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. 20 ივნისის მოვლენებში მონაწილეობისათვის სამი დაბალი რანგის პოლიციელი გასამართლდა, რომლებიც შემდგომ ამნისტიის ფარგლებში გათავისუფლდნენ. 2025 წლის 12 ნოემბერს, ერთი კვირით ადრე, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების თარიღს გამოაცხადებდა, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გახარიას წინააღმდეგ, მათ შორის „გავრილოვის ღამეზე“ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები დღევანდელ რეალობაში აქტუალობას არ კარგავს და დღემდე მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა ხდება სპეციალური საშუალებების – რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეის – გამოყენებით, რომლებიც ხშირად იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი. საია წინამდებარე საქმეში – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე 22 პირის ინტერესებს იცავდა. მათ შორის არიან მედიის 11 წარმომადგენელი, მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირი“,_ აცხადებს საია.

როგორც საქმის მოგების შემდეგ მერაბ ცაავა ამბობს:

_ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, პირველ რიგში გვიჩვენებს, რომ ასეთი ტიპის დანაშაული, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც არაერთგზის ჩაიდინა “ქართულმა ოცნებამ“, არ დარჩება დაუსჯელი. გამორიცხულია, რომ ეს დაუსჯელი დარჩეს, ერთადერთი კითხვის ნიშანი დროა და ეს დროც მალე დადგება. ახლა „ ქართული ოცნება“  იძახის კი ვეთანხმებითო და ერთმანეთს აბრალებენ, გახარია და „ქართული ოცნება“, ვითომ სხვადასხვა ყოფილიყვნენ მაშინ,  ამას აქვს დამატებითი დამამძიმებელი კომპონენტები, მათ შორის ქიმიური ნივთიერებები, რომლითაც ხალხი დაწამლეს. (BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის პროტესტებისას გამოყენებულ წყლის ჭავლში სავარაუდოდ შერეული იყო ტოქსიკური ქიმიური აგენტი „კამიტე“ – ბრომობენზილ ციანიდი, “ოცნება: უარყოფს. რედ.)

ჩვენ ადგილობრივ დონეზე ვერ მივაღწიეთ სამართალს,  მაგრამ სტრასბურგში მივაღწიეთ.  იმედი მაქვს, რომ 20 ივნისის საქმის ჩამდენები მალე დაისჯებიან.

მადლობა საიას და ადამიანთა უფლებათა ცენტრს, რომ დაგვეხმრნენ სამართლის ძიებაში.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც.

„ვფიქრობ, ამით წერტილი დაესვა იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც ეხებოდა თითქოს ბატონი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას ხელისუფლების მხრიდან. ამის შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კითხვა აღარ უნდა არსებობდეს. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა ხელმძღვანელი პირების მხრიდან გარკვეულ შემთხვევებში დემონსტრაციის დაშლისას ძალის გადამეტებას”,_ განაცხადა ოფიციალური ინფორმაციით იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, ადვოკატი ბერდია სიჭინავა. მისი თქმით, დიდი პალატის  გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ ბრალდება შეთითხნილია.

ცნობისთვის, აქციას, 20 ივნისის დილას, წინ უსწრებდა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, თავმჯდომარის ტრიბუნასთან რუსეთის ფედერაციის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც პარლამენტში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სხდომის ფარგლებში იმყოფებოდა. რუსი დეპუტატის მიერ მაღალი ტრიბუნის დაკავებამ საზოგადოების დიდი პროტესტი და ანტისაოკუპაციო აქციის გამართვა განაპირობა. პარლამენტის წინ შეკრება-მანიფესტაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა. აღნიშნულს სამართალდამცავებსა და პროტესტის მონაწილეთა ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც სპეციალური საშუალებების გამოყენებით, აქციის დაშლა დაიწყო.

20 ივნისიმერაბ ცაავასაია
გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13 სექტემბერი, 2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026

განადგურებული მოედანი და გაბრაზებული ფანები - რა მოხდა სტადიონზე, სადაც მესი დაგეგმილზე ნაკლები დროით გამოჩნდა

ქარმა სამუსიკო სკოლას სახურავი გადახადა - რა ხდება ხაშურში

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო