ფრაქცია "უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარები" უმრავლესობას შეურთდა.
_ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ვართ უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარები და ვაცხადებთ: ვუერთდებით საპარლამენტო უმრავლესობას შემდეგი მოსაზრების გამო: ქვეყნის წინსვლას სჭირდება მყარი და არა მყიფე უმრავლესობა, ჩვენი გაერთიანებით ყალიბდება 87- კაციანი საპარლამენტო უმრავლესობა და ქვეყანას არ დაემუქრება გაუთვალისწინებელი პოლიტიკური რყევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ვადამდელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ვფიქრობთ, რომ ამდენი არჩვევნები დროის მოკლე პერიოდში პირდაპირ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას, წინსვლას და საერთაშორისო იმიჯს, _ აღნიშნულია ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.