გუშინ კატალონიაში წინასწარდაანონსებული საყოველთაო რეფერენდუმი გაიმართა. ესპანეთის ამ რეგიონის მაცხოვრებლებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს და ხმა „კატალონიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის“ ჩამოყალიბებას მისცეს.
რამდენიმე საათის წინ ესპანურმა მას-მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ კატალონიელთა 80-მა პროცენტმა „მადრიდის დიქტატისაგან“ თავისუფლება აირჩია. ეს მონაცემები კატალონიის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ბატონმა ხოან ორტეგამ ოფიციალურად განაცხადა.
უფრო ადრე, მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ესპანეთის პარლამენტმა, კატალონიაში მომავალი რეფერენდუმის გამართვის მიზანშეწონილების ფაქტი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დააყენა. ამ პატივსაცემმა „დაწესებულებამ“ „ურჩ“ კატალონიელებს რეფერენდუმის ჩატარება სასტიკად აუკრძალა.
ამის მიუხედავად გუშინ გამოკითხვა მაინც გაიმართა. კატალონიის მოსახლეობას დამოუკიდებლობა სურს, ოფიციალური მადრიდი ამისი სასტიკი წინააღმდეგია. რა გველის უახლოეს მომავალში?
ესპანელი პოლიტიკოსები ამ კრიზისს თავს ალბათ გაართმევენ. საინტერესოა კატალონიური კლუბების სავარაუდო მომავალი.
დიდად საეჭვოა, მაგრამ კატალონიაში პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვის შემთხვევაში, „ბარსელონა“ და „ესპანიოლი“ ასპარეზობას საფრანგეთის პირველ დივიზიონში გააგრძელებენ. მართალია ამის შესახებ დღეს არავინ არ საუბრობს, მაგრამ ცნობილია რომ ცოტა ხნის წინ, ზემოთდასახელებული ორივე გუნდის ხელმძღვანელობამ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებთან ფარული მოლაპარაკება ჩაატარა და მიაღწია შეთანხმებას რომ რეგიონში სიტუაციის გართულების შემთხვევაში, „ბარსელონა“ და „ესპანიოლი“ მეზობელი ქვეყნის ჩემპიონატში ჩაებმევიან. .