გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლანჩხუთის საკრებულოში "თავისუფალი დემოკრატების" რიგები გიორგი ჩახვაძემ და ელისო ჭიჭინაძემ დატოვეს, ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე არ ადასტურებს.
აღნიშნულ ინფორმაციას არც თავად დეპუტატები გვიდასტურებენ და მას დეზინფორმაციას უწოდებენ.
"მე ვრჩები როგორც პარტიაში, ასევე ფრაქციაშიც, თუმცა გულდასმით ვაკვირდები მოვლენებს, ველოდები გამოძიების შედეგებს", _ აცხადებს გიორგი ჩახვაძე.
თავის მხრივ ქალბატონი ელისოც აცხადებს, რომ წარმოდგენა არ აქვს საიდან და რა წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, მის მიერ პარტიის დატოვების თაობაზე.
"მე ახლა დედაქალაქში ვიმყოფები, ჩამოვალ და გავაკეთებ საჯარო განცხადებას ჩემი პოლიტიკური პოზიციის შესახებ", _ გვითხრა მან.