საპარლამენტო უმრავლესობას ახალი ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისთვის" შეუერთდა.
აღნიშნულ ფრაქციას ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში არიან გურამ მისაბიშვილი, მარიკა ვერულაშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი, იაშა შერვაშიძე, ანზორ ბოლქვაძე. შესაბამისი თხოვნა უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ დააკამყოფილა.
ცნობისთვის, "თავისუფალმა დემოკრატებმა" სახელი შეიცვალეს და მათ "ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების" ნაცვლად "თავისუფალი დემოკრატები" ეწოდათ. ფრაქციამ უმრავლესობა დატოვა. სამმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, გელა სამხარაულმა და გია ჯაფარიძემ კი "თავისუფალი დემოკრატების" რიგები დატოვეს და უმრავლესობაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღეს.