პარლამენტი დღეს საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ პრეზიდენტის ვიზიტზე იმსჯელებს.
უკვე შეთანხმებული ფორმატის თანახმად მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ დებატები არ გაიმართება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ასევე, "თავისუფალი დემოკრატები" თვლიან, რომ მსჯელობა ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხებზე პრეზიდენტის თანდასწრებით უნდა გაიმართოს.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის ყოველდღიური სატკივარია და მთელ სახელმწიფოში და თითოეული მოქალაქე და ყველა ადამიანი უნდა ფიქრობდეს ამ პროცესში მონაწილეობაზე.