(ინტერპრესნიუსი) _ საპარლამენტო უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ მთავრობაში დღეს საკადრო ცვლილება განხორციელდება.
როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გიგი წერეთელმა განუცხადა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ინიშნება. გუბერნატორის თანამდებობაზე კი, წერეთლის ვარაუდით, “პარლამენტიდან გადაიყვანენ ვინმეს”, თუმცა წერეთელს არ დაუკონკრეტებია, დაინიშნება თუ არა ამ თანამდებობაზე სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მისაბიშვილი.
ამასთან, “ინტერპრესნიუსმა” აღნიშნული საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაცია 15 ოქტომბერს გაავრცელა. მთავრობაში ცვლილების შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს პრეზიდენტის ადმინსიტრაციამ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა და თავად მისაბიშვილმა.
წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/politika/182170-bakur-kvezereli-thanamdebobas-tovebs.html