“ჩვენ ყველას გვინდა ვატაროთ “ქართული ოცნების” მაისური!ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო, სტამბებმა სხვადასხვა არგუმენტებით, ამ მაისურების დაბეჭდვაზე უარი გვითხრეს. არ გავჩერდებით… დიდი დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!!!” _ ეს სტატუსი, ბერა ივანიშვილმა, რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში, საკუთარ გვერდზე გამოაქყვენა.
სტატუსს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მაისურის შეძენა თბილისში შეუძლებელია.
აღსანიშნავია, რომ ბერას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ მაისურების გავრცელების გამო დააკავეს მისი მეგობარი, ცნობილი დიჯეი ლევან მდინარაძე (DJ Rembo), რომელსაც ბრალი ნარკოტიკების შეძენა-შენახვა ტარებისთვის წაუყენეს. მდინარაძის ოჯახის წევრები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ნარკოტიკების მიზეზით ლევანის დაკავება აბსურდია.
რაც შეეხება სტამბების მიერ მაისურების დაბეჭვდაზე უარის თქმას, ამ დრომდე ივანიშვილის პრესსამსახურს ამ თემაზე განცხადება არ გაუვრცელებია.