დღეს, ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლის 12 წლის მოსწავლე, სკოლის კიბეზე დაგორდა და სხეულის დაზიანებები მიიღო.
პირველადი დახმარება მას ლანჩხუთში მდებარე ავერსის კლინიკაში აღმოუჩინეს, თუმცა, როგორც ამბობენ, ბავშვის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებული დაზიანებები მას თავის არეში აღენიშნება.
იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქუთაისში გადაიყვანა შემდგომი გამოკვლევების ჩასატარებლად.
თვითმხილველთა თქმით, ბავშვი გონზე იმყოფებოდა, როცა ავერსის კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა შემდგომ კრუნჩხვებში ჩავარდა.
სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაია ჯიმშელეიშვილი მომხდარს ადასტურებს და დასძენს, რომ ბავშვი, მშობლის გადმოცემით, დაახლოებით ერთი კვირის წინ ხიდან ჩამოვარდნილა, ახლაც ყველაზე მეტად თავი აქვს დაზიანებული.