რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრებმა გ.ა.-მ მეზობლად მცხოვრები თ.ც.-ს მეუღლის გატაცება სცადა.
გამგებლის წარმომადგენლის პაატა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, ქალბატონო სამსახურში მიდიოდა, იდგა სოფლის ცენტრში და ელოდებოდა მარშრუტს, გაუჩერა გ.ა.-მ, რომელიც ამ ქალბატონთან ძალიან ახლოს ცხოვრობს, ფაქტიურად მეზობელია და ის ქალაქში ჩასვლის ნაცვლად სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა.
"როდესაც გ.ა.-მ შორი მანძილი გაიარა, ქალბატონმა დაიწყო ყვირილი, თავდაპირველად 112 -ში დარეკა და შემდეგ საპატრულო პოლიციაშიც. პოლიციამ გამტაცებელი ადგილზე დააკავა," – აღნიშნავს რწმუნებული .