(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის გრიგოლ კილაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები _ ანანო ოდიშერიძე და მარინე მუხაშავრია სწავლის გასაგრძელებლად თბილისის ნიჭიერთა ათწლედში გადავიდნენ.
როგორც აღნიშნული სამუსიკო სკოლის პრესსამსახურში გვითხრეს, პედაგოგებმა _ იზა სიხარულიძემ და ნინო კოროშინაძემ, თბილისელი კოლეგებისგან მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მაჩვენებლების გამო, მადლობა დაიმსახურეს.