(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 2011 წლის 15 ოქტომბერს, აჭარაში, გონიოს ციხეზე, “არტ-გენის” ფესტივლის დასკვნითი კონცერტი (დაჯილდოება) გაიმართა. მასში მონაწილეობა “არტ-გენი 2011-ის” მონაწილე 7-მა საუკეთესო ანსამბლმა მიიღო: ოზურგეთიდან _ გიორგი სალუქვაძის მიერ შექმნილი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა “იადონმა”, რომელსაც ამჟამად ბიძინა მჟავია ხელმძღვანელობს; ზუგდიდიდან ჴ ანსამბლმა “ადილამ”; ონიდან _ ანსამბლმა “რაჭამ”; მაჭახელას ხეობიდან _ უხუცესთა ანსამბლმა “მაჭახელამ”; ლენტეხიდან _ ანსამბლმა “მიუენარმა”; ახმეტიდან _ ანსამბლმა “პანკისმა”; ხარაგაულიდან _ ანსამბლმა “ოდოიამ”.
ყველა ანსამბლი, “არტ-გენი 2011-ში” აქტიური მონაწილეობისა და თვითმოქმედი ხალხური შემოქმედების განვითარებისთვის, ხმის ჩამწერი სტუდიით და სიგელებით დააჯილდოვეს.
დაჯილდოების შემდეგ აჭარის თვითმოქმედი ანსამბლებისა და “ჩვენებურების” კონცერტი გაიმართა.