https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“როცა გაბრაზებული იყო, თვალდახუჭული გელაპარაკებოდა…”

12:11; 14.11.2014
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:~

"2004 წლის მაისი იყო, თუ არ ვცდები – მიშამ დამირეკა, სტრასბურგში ვცხოვრობდი. მეჭორავა და ამაყად მომახალა, რომ მრჩევლებად კახა ბენდუქიძე და ჰერნანდო დე სოტო ჩამოდიან საქართველოში. დე სოტოს ამბავი არ გამოვიდა, აღარ მახსოვს რატომ. ბენდუქიძე ჩამოვიდა.

მე 2005 წლის ივნისში გავიცანი. სამთვიანი მივლინებით ვიყავი თბილისში ჩამოსული ევროპის საბჭოდან. ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა დაეწერა საქართველოს მთავრობას და არ წერდა. ანტიკორუფციულ რეფორმას ატარებდნენ და ბიუროკრატია არ აინტერესებდათ.

ცარიელ ადგილზე იქმნებოდა პრობლემა – დავიტუქსებოდით ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

სტრატეგიაზე მაშინდელი უშიშროების საბჭო მუშაობდა. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ აზრზე არ იყვნენ.

გიგას მივადექი (ერთად არ ვიყავით მაშინ). მოვახსენე, რომ უშიშროების საბჭო (2005 წელს) ერთობ შეზღუდული თვალსაწიერის და გავლენის ხალხით იყო სავსე – სამოქმედო გეგმა კი ისეთ ადამიანს უნდა დაეწერა, ვისაც ტვინი უჭრიდა და შიგ ისეთ ნაბიჯებს ჩაწერდა, რაც შესრულდებოდა კიდეც.

გიგამ გიგი უგულავასთან გადამამისამართა – პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო მაშინ. მივედი და მითხრა, ვიმსჯელეთ და კახა ბენდუქიძეზე შევჩერდითო.

იქვე გადაურეკა, შეხვედრა დანიშნა.

მშობლებთან მივედი. მამაჩემს მოვუყევი, რომ კახას ჩაბარდა ჩემი პროექტი. მამაჩემს ძალიან ცოტა ადამიანზე აქვს მაღალი წარმოდგენა – ერთერთი მე ვარ. ამიტომ გამიკვირდა, როცა მითხრა შეეცადე სისულელე არ წამოგდეს, ჭკვიანი კაცი მგონია და შერცხვებიო. მაგრად დავიძაბე.

გიგამ დამირეკა, იმანაც დაახლოებით იგივე მითხრა – უხეშობამდე პირდაპირია და ფრთხილად იყავი კომუნიკაციისასო.

არავისთან შეხვედრაზე ასე არ მინერვიულია – ვერ ვხვდებოდი რატომ მაფრთხილებდნენ, რა მოლოდინი უნდა მქონოდა.

შევხვდი, ვისაუბრეთ – გაუგებარი დარჩა, რატომ მაფრთხილებდნენ. ყველაფერი გაიგო რაც ვუთხარი. ყველაფერი გავიგე რაც მითხრა. შევთანხმდით და თანამშრომლობა დავიწყეთ.

მერე გამომიტყდა, რომ გიგიმ მითხრა, ერთი გოგო მოვა შენთან, რაღაც პროექტზე ითანამშრომლებს და მაგრად მოგეწონებაო. მართალი აღმოჩნდაო იცინოდა.

მოგვიანებით მივხვდი რას გულისხმობდნენ. ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ მითხრა დარჩიო – სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოდის, დავალება აქვთ, რომ სამინისტროს მისიის განაცხადი უნდა მოიტანონ ერთგვერდიანი და განხივლას მოუსმინეო.

მოვიდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სამინისტროს პრობლემად ბაზრის სიმცირეს უთითებდნენ. მიზნად – პროდუქციის გაზრდას. ეკითხებოდა ბაზარი თუ არ გაქვთ, პროდუქციის გაზრდას რატომ ცდილობთო. არ ვიცი დამფრთხალი იყო მინისტრის მოადგილე, თუ ბრიყვი. შეიძლება ორივე ერთად. მოკლედ, ისეთი ამბავი ატყდა, ვოცნებობდი რომ არა დივანზე, არამედ დივანის ქვეშ ვმჯდარიყავი.

როცა გაბრაზებული იყო, თვალდახუჭული გელაპარაკებოდა. ასე თვალდახუჭული ჩამოვიდა ერთხელ რომელიღაც ზედა სართულიდან. მისაღებში მე ველოდებოდი ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ელჩთან და ევროპის საბჭოს თანამშრომლებთან ერთად.

ვიცოდი რომ ბიუროკრატიული ევროპის ენა არ უყვარდა, მაგრამ გაფრთხილებული მყავდა, თუ ჩემი ხათრი გაქვთ, არ გაუხუროთ – თუ რამე არ მოგეწონებათ, ერთ ყურში შეუშვით, მეორედან გაუშვით თავი არ მომჭრათ მეთქი.

დახუჭული თვალები დავინახე თუ არა მივხვდი ცუდად იყო ჩემი საქმე.

დაჯდა ისე, რომ თვალი არ გაუხელია. მერე დახუჭულ თვალში თითი შეირჭო სათვალის ქვეშ. დიდხანს იჩიჩქნა – ესეც მისი ჩვევა იყო, ლაპარაკი როცა ეზარებოდა, მაშინ ითხრიდა ხოლმე თვალებს.

ბოლოს თავი აწია და გვკითხა "What do you want?"

ჩემს ალბანელ კოლეგას ევროპის საბჭოდან მილოშევიჩი გაახსენდა – პროცესზე იგივე იკითხაო.

შეხვედრამ უფრო ავად, ვიდრე კარგად ჩაიარა. მაგრამ ჰოლანდიის მთავრობის დაფინანსება მაინც მივიღეთ და პროექტიც დაიწყო. მოვახერხე დამერწმუნებინა ისინი, რომ რთული ხასიათის მიუხედავად, რასაც ხელს მოკიდებდა, ეფექტურად გააკეთებდა. მალევე მიხვდნენ, რომ მართალი ვიყავი.

გურმანი იყო, თვითონ იგონებდა კერძებს და დეიდა რუსიკო აკეთებდა. ცხვარს არ ვჭამ, მომატყუა და ძალით მაჭამა, გულის სიღმეში მივხვდი, რომ რაღაც ისეთს ვჭამდი, რომ არ მომწონს, მაგრამ სოუსი მომეწონა და კიდევ გადავიღე.

არ არსებობს, არ გაეხსენებინა – ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, იცის რომ არ უნდა უყვარდეს, მაგრამ თუ მოატყუე და ისე მიეცი, თეფშს ასუფთავებს და დამატებას ითხოვსო.

მერე იყო ტელევიზია – 6 თვე ვჩხუბობდით. ყოველდღე. მიხურებდა ე. წ. “ფალშპოლი” რად გინდა საეთეროშიო. კედელზე გაატარე კაბელებიო. სარკე რად გინდა საგრიმიოროშიო. რატომ არ გინდა ბანძი ტელევიზია გააკეთოო. ნერვებს მიშლიდა.

თქვენ რატომ არ გააკეთეთ ბანძი უნივერსიტეტი, ჯერ ის ამიხსენით და მერე გიპასუხებთ მეთქი.

1500 – ნაირი ბიუჯეტი გამაკეთებინა. დამათვლევინა ყველაფერი, ყველანაირად. თითოეული თანაშრომლის საათი რა ჯდება. რა ჯდება ამ თანამშრომლის მიერ ერთ საათში შექმნილი პროდუქცია. როგორ კორელაციაშია ისინი ერთმანეთთან.

ბოლოს რომ ვუთხარი, ნუ დამტანჯეთ მეთქი, დამამშვიდა:

"არაუშავს თამუნა. თქვენ იქნებით ტელევიზიის ერთადერთი დამფუძნებელი საქართველოში, რომელმაც იცის რა არის ექსელი".

რამდენჯერმე ისე ვიჩხუბეთ, კედლები ზანზარებდა – გამოვიქცეოდი გაბრაზებული და მერე ვიღებდი სმს-ს

“მაპატიეთ თამუნა, მე არ მინდოდა თქვენი წყენა”.

ერთხელ მკითხა რამდენი ფეხსაცმელი გაქვსო. რა ამბავია. ეგ რა ფეტიშიაო. თურმე მიყურებს და ამჩნევს. დავუწყე ახსნა და კვდებოდა სიცილით. უცნაურ რაღაცას მიხსნიო.

რამდენიმე ადამიანი მყავს ვისთანაც რჩევისთვის ხშირად მივდივარ – გიგა, ლევან რამიშვილი და მამაჩემი. კახა გამოაკლდა.

ამავე თემაზე:

"კახას ნაცვლადაც გავცემთ პასუხს ბუმბერაზის მდევნელ ქონდრისკაცებს"

"კახა ბენდუქიძემ საქართველოს მომავალში საშვილიშვილო ინვესტიცია ჩადო"

"ეს ლონდონი რა გახდა ბოლოსდაბოლოს"

მისი სვეტების კრებული გავამზადეთ დასაბეჭდად ორი წლის წინ. ტვინი წაიღო, არაფრით მაბეჭდინებდა, კიდევ სამი უნდა დავწეროო – ვერ მოასწრო.

კრებულს გამოვცემ. დაუსრულებლად შემიძლია მასზე წერა, უბრალოდ თვალები მაქვს ზედმეტად დასიებული.

სასტუმროში ცხოვრობდა, როცა გავიცანი. სასტუმროში გარდაიცვალა.

მაგრად მომენატრება.

PS თუ ჩემთან მოდიოდა, იცოდა რომ ალუბლის ვარენიკები მიყვარდა და მოქონდა დიდი სინით. ეგეც მომენატრება."

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

22:10; 24 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:20; 24 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

„ჟამი კითხულისა“ _ შემოქმედის ბიბლიოთეკაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა

14:04; 24 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“დაგვიობლდა ტაძარი” _ ყველასთვის საყვარელი მოძღვარი გარდაიცვალა

12:40; 24 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“მთავრობამ სუპერმარკეტებს და დისტრიბუტორებს „ომი“ გამოუცხადა _ გიორგი კეპულაძე

12:29; 24 დეკემბერი, 2025

გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

"სულიკო" იაპონიის ელჩის შესრულებით

ყველა სიახლე

სამართალი

“საშინელება ტრიალებს… ჯერ ერთმა ძმამ მოიკლა თავი, ახლა მეორემ, ორივე ახალგაზრდა”

23:05; 24.12.2025
ზაფრანი

საათი და პიროვნული თვისებები

22:49; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ მივაღწიოთ წარმატებას სამსახურში

22:34; 24.12.2025
ზაფრანი

რემონტი და …ასტროლოგია

22:23; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ შევარჩიოთ ძვირფასი ქვა სახელის მიხედვით

22:18; 24.12.2025
საზოგადოება

სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

22:10; 24.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

22:02; 24.12.2025
ფინანსები

„ჰილს კონსტრაქშენი” ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის” პროექტს ახორციელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:38; 24.12.2025
ფინანსები

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?

17:35; 24.12.2025
სამართალი

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

17:29; 24.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:20; 24.12.2025
ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

17:01; 24.12.2025
ფინანსები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

16:54; 24.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფატქზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:30; 24.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:18; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო