ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი კახა ბენდუქძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, სტუდენტებს.
აშშ-ის ელჩის განცხადებით, კახა ბენდუქიძის სახით საქართველომ დიდი მოაზროვნე და პატრიორი დაკარგა.
"მთავრობაში მოღვაწეობითა და "ცოდნის ფონდის", თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს სასოფლო უნივერსიტეტის დაარსებით, კახა ბენდუქიძემ საქართველოს მომავალში საშვილიშვილო ინვესტიცია ჩადო. მსოფლიო დონის განათლებამ, რომელიც ხელმისაწვდომია მის უნივერსიტეტებში და მისმა პირადმა ღვაწლმა გააფართოვა ათასობით ქართველი სტუდენტის აკადემიური და პროფესიული ჰორიზონტი და უკვდავყო კახა ბენდუქიძის მსოფლმხედველობა მომავალ თაობებში", – აღნიშნავს რიჩარდ ნორლანდი.