დღეს, თბილისში, "ნაციონაური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას სახელწოდებით "არა ოკუპაციას“ ლანჩუთიდან 150-მდე ადამიანი შეუერთდება. ამის შესახებ "გურია ნიუსს" პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, კახა ასკურავამ აცნობა.
მისივე თქმით, ეს არის ზეპარტიული, საზოგადოებრივი პროტესტის გამოხატვა ანექსიისადმი.
_ ჩვენ ვეუბნებით არას აფხაზეთის ოკუპაციას, არას ვეუბნებით სამაჩაბლოს ანექსიას და საზოგადოებასაც ამისკენ მოვუწოდებთ. ამ აქციის განხილვა არ შეიძლება პოლიტიკურ ჭრილში, ეს უფრო დიდი მასშტაბის პროტესტია ოკუპანტი ქვეყნისადმი, _ დასძინა ასკურავამ.