დღეს, თბილისში, საპროტესტო აქცია – "არა ანექსიას" გაიმართება, რომლის ორგანიზატორი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა".
"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ საქართველოს რამდენიმე ქალაქში, დასუფთავების აქცია იმართება.
ქალაქ ოზურგეთს "სერვისცენტრის" დირექტორ ვლადიმერ სალუქვაძეს თქმით, ქალაქში ყოველდღე მიმდინარეობს დასუფთავების აქცია და ამას არანაირი კავშირი აქვს დღევანდელ აქციასთან, რომელიც დედაქალაქში იმართება.
"რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება გამწვანების აქცია. ჯერ 12 საათზე იყო დაგეგმილი, ახლა გავიგე, რომ 3 საათისთვის დაიგეგმა", – გვითხრა ვლადიმერ სალუქვაძემ.