ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, მომხრეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან, რომლებიც დღეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციას – "არა საქართველოს ოკუპაციას" გამართავენ.
"ამ აქციის მთავარი გზავნილია ის, რომ ჩვენ არასდროს არ შევეგუებით საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, არასდროს არ გადავუხვევთ იმ გზიდან, რომელიც ჩვენ თავისუფალ სამყაროში გვაბრუნებს, სადაც საქართველოს ადგილია.
ესაა პირველი გზავნილი. ხოლო მეორე გზავნილი ივანიშვილის მთავრობისთვისაა, რომ საქართველოს არ სჭრიდება მთავრობა, რომელსაც არ აქვს არც ნება, არც ხედვა, არც სურვილი რომ დაუპირისპირდნენ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველოს დგას.
თუ ხელისუფლება გააგრძელებს ამ კურსს, საბოლოო დემოკრატიული განაჩენი, რა თქმა უნდა, არჩევნების გზით იქნება გამოტანილი", _ განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გავრცელებული ხმები, თითოს ენმს მომხრეებმა შესაძლოა რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია დაიკავონ და კარვები დაიკავონ, ბოკერიას განცხადებით, აბსურდია და მსგავსი რამ არ იგეგმება.
"ესაა მშვიდობიანი მსვლელობა და მკაფიო პროტესტი – არა საქართველოს ოკუპაციას".