საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგო რატიანი, დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით, "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი.
"საქართველოს ყველა რეგიონებიდან დაძრულია ხალხი და მოემართებიან თბილისისკენ, რათა შემოუერთდნენ საკმაოდ კარგად ორგანიზებულ აქციას და გააპროტესტონ რუსეთის აგრესიის ახალი ტალღა.
ესაა რუსეთის მიერ დაწყებული სრულიად ახალი ანექსიის ახალი ფაზა, რომელიც ყირიმში დაიწყო. იგი ცდილობს იურიდიულად გაიფორმოს დაპყრობილი ტერიტორიები და შემდეგ ცივილიზებულ სამყაროს გაემიჯნოს.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის არჩევანი. ვრჩებით ჩევნ როგორც მე-20 საუკუნეში კედლის მეორე მხარეს, სადაც არაცივილიზებული, ავტორიტარული რუსეთია, თუ ჩვენ ავირჩევთ ნორმალურ და ცივილიზებულ სამყაროს.
ესაა მშვიდობიანი აქცია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაიგოს, არ მივცემთ იმის საშუალებას ევროპული გზიდან გადავუხვიოთ."