ამ წუთებში, რესპუბლიკის მოედანზე, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების კოლონა, რომელსაც წინ მოუძღოდა ირმა ნადირაშვილი, გიორგი ონიანი, ზურა მელიქიშვილი აქციის მონაწილეებს შემოუერთდნენ.
ისინი სკანირებდნენ – "გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ვანო მერაბიშვილს, გაუმარჯოს კახა ბენდუქიძის ხსოვნას, გაუმარჯოს ბაცო ახალიას და არა ოკუპაციას".
ირმა ნადირაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უშვებს ისეთ შეცდომებს, რომლის გამოსწორებაც, შესაძლოა, შეუძლებელი იყოს.
"ჩვენ გვინდა ხმა მივაწვდინოთ მსოფლიოს და არა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენი ქვეყნის მთავარი გამზირიდან, რომ საქართველო ანექსიას არასდროს შეეგუება."