ამ წუთებში, რესპუბლიკის მოედნიდან დაახლოებით 5 000-მდე ადამიანი საქართველოს პარლამენტისკენ მოემართება. ისინი სკანირებენ "მიშა, მიშა, საქართველოს გაუმარჯოს!"
ისინი მშვიდობიან მანიფესტაციას აწყობენ და ამბობენ, რომ ესაა გამაფრთხილებელი აქცია საქართველოს ხელისუფლებისთვის და ისინი არასდროს შეეგუებიან იმას, რომ მთავრობამ იურიდიულად გადასცეს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთს.
მათი თქმით, აქცია დღეს მშვიდობიანად დაიშლება და ხელისუფლებას აფრთხილებენ კარგად გაიგონ, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპისკენ გზაა.