აქცია – "არა ოკუპაციას" დასრულდა. აქციის ორგანიზატორები საპარლამენტო უმცირესობა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იყო.
აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა. ასევე, პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით შეკრებილებს მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, ისინი პერმამენტულ აქციებს არ გეგმავენ, თუმცა ხელისუფლებას მუდმივად შეახსენებენ ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემას.