ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსი, ირაკლი შიხიაშვილი, ოზურგეთში იმყოფება.
ამ წუთებში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში, ირაკლი შიხიაშვილი, გურიის გუბერნატორი, გიორგი ჩხაიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე საზოგადოებას ხვდებიან.
"ჩვენ პირადად შევხვდებით თითოეულ ვეტერანს, ადგილზე გავეცნობოდით მათ პრობლემებს და დავსახავთ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს. ამ შეხვედრების შემდგომ ჩვენ ვაკეთებთ სიტუაციურ ანალიზს და სტრატეგიულ კვლევას, რომლის შემდეგ უნდა შევქნათ სტრატეგიული გეგმა, არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზები და ფორმები, რომ ამის შემდეგ ჩვენ შევძლოთ იმ აქტუალური საკითხების სწრაფი გადაწყვეტა და მოგვარება", _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ირაკლი შიხიაშვილმა.