ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ბავშვთა როკ-ჯგუფმა _ GURIAN NICE KIDS" გასულ კვირას პირველი გასვლითი კონცერტი გამართა.
ნიჭიერ პატარებს ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა.
"GURIAN NICE KIDS"-ის მიერ შესრულებულმა რთულმა კომპოზიციებმა მაყურებელი აღაფრთოვანა და ჩოხატაურელმა ბავშვებმა მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.