გასულ კვირას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს გერმანელი კომპოზიტორი და ფოლკლორისტი ჰაი სიმპსონი სტუმრობდა.
ჰაი სიმპსონი ბირმინგემის კონსერვატორიის პედაგოგია და მსოფლიო ფოლკლორითაა დაინტერესებული, ჩოხატაურში მისი სტუმრობის მიზანი კი ფოლკლორული ანსამბლი "გურია" გახდა.
სიმპსონმა "გურიის" მიერ შესრულებული სიმღერები ჩაიწერა . გერმანელი ფოლკლორისტის თქმით, ჩოხატაურელების საოცარი შესრულება მსოფლიომ აუცილებლად უნდა მოისმინოს.