თბილისში "ტყის კვირეული" წავკისიდან დაიწყო, რომელიც WWF-ის ინიციატივით 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
კვირეულის მასპინძელია რეგიონალური პროექტი "კლიმატის ცვლილებების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში", რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.
წავკისში, თბილისის მერიის გამგებლობაში არსებულ საცდელ სატყეო უბანზე, სტუდენტებმა, სკოლის მოსწავლეებმა, ჟურნალისტებმა და თბილისის მერიის თანამშრომლებმა, ხის ნერგები დარგეს.
აქვე იყო თბილისის მერი დავით ნარმანი მეუღლესთან და შვილთან ერთად.
"მიხარია, რომ მოგვეცა საშუალება, გავაკეთოთ ძალიან კარგი საქმე, დავრგოთ ხე, რომელიც ჩვენი შვილებისა და მომავლი თაობის ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარია.
დაახლოებით 2 თვის წინ შევხვდით გარემოს დაცვის მსოფლიო ფონდს, მის ხელმძღვანელობას და ვთქვით, გავაკეთოთ ღონისძიება ერთობლივად და თითოეული ჩვენთაგანის თანამონაწილეობისა და მაქსიმალური ჩართულობით.
თითოეული თქვენთაგანის თანამონაწილეობის გარეშე ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რასაც გამწვანებული, გალამაზებული დედაქალაქი და ეკეოლოგიურად ჯანსაღი გარემო ჰქვია. ვიზრუნოთ ჩვენს მომავალაზე", _ განცხადა ნარმანიამ.
"ტყის კვირეული" 15 ნოემბერს დაიყო და 23 ნოემბერს დასრულდება.