ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აქცია გამართა.
აქციაში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელი, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დაბის ტერიტორიულ ორგანოში გოჩა ჯინჭარაძე მონაწილეობდნენ.
აქციის ფარგლებში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს სხვადასხვა სახის ნივთები და პროდუქტები დაურიგდათ.
როგორც გვითხრეს, აქცია მომდევნო დღეებში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში გაიმართება.