ონლაინ-კაზინო "აჭარაბეთში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, გამოძიება გადასახადებისგან თავის არიდების მუხლით მიმდინარეობს.
ჯერ დაუზუსტებელია, რა ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს "აჭარბეთს", თუმცა ამ დროისთვის არსებობს ინფორმაცია, რომ საგამოძიებო სამსახური "აჭარაბეთის" შენობის მეპატრონე თემურ უგულავას გადასახადებისგან თავის არიდებას ედავება. ამის გამო უგულავა, შესაძლოა, 80 მილიონი ლარით დააჯარიმონ.
"აჭარაბეთში" ფინანსური პოლიციის შესვლასტან დაკავშირებით, ინფორმაცია რადიო "კომერსანტმა" გაავრცელა.
"საგამოძიებო სამსახური შემოსულია, სხვა დეტალებთან დაკავშირებით მენეჯმენტს დაუკავშირით'', _ აცხადებს უგულავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ფინანსურმა პოლიციამ ,"აჭარაბეთისა'' და მის ბრენდის ქვეშ არსებული კომპანიების შემოწმება 3 კვირის წინ დაიწყო. კომერსანტის წყაროს ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახური ,"აჭარეაბეთს'' 2014 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში გადასახადების თემაზე ედავება, რის გამოც კაზინო 150 მილიონი ლარით დააჯარიმა.