(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე ქვემო აკეთის იმ უბნის მოსახლეობას შეხვდა, რომელთაც წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეექმნა. 2010 წელს ქვემო აკეთში მოეწყო სათავე ნაგებობა, წყალი გროვდება 5-ტონიან რეზერვუარში, საიდანაც მიეწოდება მოსახლეობას. შეფერხება წყლის მიწოდებაში გამოიწვია წყლის რეზერვუარსა და სათავე ნაგებობას შორის არსებულმა დონეთა სხვაობამ, რის გამოც ვერ ხერხდება დიდი რაოდენობით დებეტის შექმნა. გიორგი გოგუაძის თქმით, რადგან დებეტი არ ჰყოფნის, დამატებითი სამუშაოები ჩატარდება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, გაუმჯობესდეს წყლის მიწოდება. მიუხედავად ამისა, აუცილებელია გრაფიკის დაწესება, თვითონ მოსახლეობამაც უნდა უზრუნველყოს წყლის რეჟიმის დაცვა, რათა არ მოხდეს შეფერხება და წყალი ყველა ოჯახმა მიიღოს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved