ცოტა ხნის წინ ესპანურ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მადრიდის „რეალის“ 34 წლის კარის დარაჯი იკერ კასილიასი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას აპირებდა.
რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა რომ ესპანეთის ეროვნული გუნდის ძირითად მეკარეს ლონდონის „არსენალი“ ეპატიჟებოდა.
დღეს დილით გამოცემამ „AS” კასილიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. აღმოჩნდა რომ კარის დარაჯი მადრიდის „რეალის“ დატოვებას არ აპირებს.
"კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებით მხოლოდ ევროპის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ვითამაშებ. ბოლო რვა თვის განმავლობაში სათადარიგოთა სკამის მუდმივი წევრი გახლავართ. ამის მიუხედავად „რეალის“ დატოვებას არ ვაპირებ. იმედი მაქვს რომ უახლოეს მომავალში ძირითად შემადგენლობაში ჩვეულ ადგილს დავიბრუნებ."- განაცხადა იკერ კასილიასმა.