გუშინ, საყოველთაო აღწერა დასრულდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, იქ სადაც ვერ მოხერხდა მოსახლეობის აღწერა, მონიტორინგის ჯგუფი მუშაობს, რომლებსაც ხელშეკრულებები გაუგრძელდათ.
"იმ ადამიანებს, რომლებთანაც არ ყოფილა აღმწერი, შეუძლია დარეკონ სტატისტიკის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე 2 60 11 60. ამის შემდეგ კი ჩვენი აღმწერები ოჯახში მივლენ. მონიტორინგის ჯგუფი დეკემბრის ბოლომდე იმუშავებს", _ განაცხადა დაუშვილმა.
აღწერაში მოსახლეობის 95%-მდე მიიღო მონაწილეობა. აღწერის პირველადი მონაცემები, 2015 წლის აპრილში გახდება ცნობილი.