ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრის დასმა მუშაობა ახალ სპექტაკლზე `დონ ჟუანის დაბადება~ დაიწყო. თეატრის პრესსამსახურის უფროსის, ლია კილაძის ინფორმაციით, პიესის ავტორია დრამატურგი და რეჟისორი გიორგი კაჭარავა, მასვე ეკუთვნის მუსიკალური გაფორმება.
"ბატონი გიორგი შეხვდა დასს, ერთად დაიხვეწა ბოლო კონტურები. Mმისი შეფასებით საინტერესო და ლამაზი სპექტაკლი მზადდება. სპექტაკლის რეჟისორია ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვასო ჩიგოგიძე. თვის ბოლოსათვის რეპეტიციები სცენაზე გადაინაცვლებს და წლის ბოლომდე დასრულდება. თუმცა, პრემიერა გაიმართება გაზაფხულზე, როცა თეატრის გაუთბობელი და ცივი დარბაზის ბუნებრივი კლიმატი ასატანი გახდება მაყურებლისათვის", _ ამბობს ლია კილაძე.