კვირის თემის წინა გადაცემას საპარლამენტო უმცირესობის ერთერთი ლიდერი სერგო რატიანი გამოეხმაურა და განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის მიერ ჩვენ ეთერში გაჟღერებული მიპატიჟება მიიღო.
გასულ კვირას გურიაში დიდი სტუმრიანობა იყო. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პრემიერის მრჩეველის დემოგრაფიულ საკითხებში დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, დღეს ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრში ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, თუ რა დემოგრაფიული საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და რა ნაბიჯებს დგას სახელმწიფო ამ მწვავე პრობლემის მოსაგვარებლად, შეხვედრა გაიმართა.
გასულ კვირას ერთ-ერთი ხმაურიანი თემა პარლამენტარ ტყემალაძის განცხადება გახდა, რომელიც მან პენსიის ათი ლარით მატებასთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორ აფასებთ პენსიის ათი ლარით მომატებას _ ამ შეკითხვით გიორგი გირკელიძემ და ჟანა მეგრელიშვილმა პენსიონერებს მიმართეს. მათვე ჩაწერეს ინტერვიუ დიმიტრი ხუნდაძესთან და ყველა იმ აქტუალური თემით დაინტერესდნენ რაც საზოგადოებისთვის ძალიან მნიშნელოვანია. მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მომსახურება და აქილევსის ქუსლად ქცეული 112.