ტელეკომპანია "იმედმა" სახალხო დამცველის სკანდალური დასკვნის ის გასაიდუმლოებული ნაწილი მოიპოვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია დადგმული იყო.
ამ საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი:
_ ლაფანყურის სპეცოპერაცია არის უდიდესი ტრაგედია ქართველი და ჩეჩენი ხალხის ისტორიაში. ტრაგედია, რომელიც იყო ადეკვატურად აღქმული და შეფასებული, როგორც ჩვენი მთავრობის, ასევე ჩეჩენი მებრძოლების მიერ. ნებისმიერი ინსინუაცია და სპეკულირება ამ ტრაგედიის ირგვლივ არის დაუშვებელი და შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი, რომელიც ააფეთქებს მთელ რეგიონს. რუსეთი დიდი ხანია ცდილობს ამ ტრაგედიის გამოყენებას თავისი ბოროტი ინტერესებისთვის. საგანგაშოა, რომ სახალხო დამცველმა კვლავ წამოწია ეს თემა მაშინ, როდესაც ხდება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე-იურე ანექსია და რუსეთი ღიად იმუქრება საქართველოს გახლეჩვით. მე დარწმუნებული ვარ, რომ გავა ცოტა დრო და გაიცემა პასუხი სახალხო დამცველის მხრიდან ეს ნაბიჯი არის გარკვეული ვალდებულებების შესრულება, თუ უვიცობის ზეიმი, __ აღნიშნავს შაშკინი.