დღეს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და სტუდენტებმა, ბოლო დროს გახშირებული ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს.
საპროტესტო აქციას დედა სიდონია, რომელიც 10 წელიწადია საბერძნეთში უფლის სამსახურში, შეუერთდა.
"მინდოდა ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა. რამდენიმე ხნის წინ მოვისმინე, რომ ეკლესიაში ქალი არის მეორე ხარისხოვანი და თითქოს ეკლესია ამას ასწავლის. რა თქმა უნდა, ეკლესია ამას არ ასწავლის. მინდა მივმართო მათ, ვინ ასე ფიქრობს – გულდასმით წაიკითხეთ სახარება და ყველა კითხვაზე პასუხს იქ მივიღებთ.
მე შემეძლო ქალთა მიმართ ძალადობაზე და რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, დადუმება, ვყოფილიყავი პასიური. მაგრამ… ალბათ ბევრისთვის უცნობია რაიონებში როგორი ძალადობა ხდება. იქ ეს ჩვეულებრივი ამბავია. ქალის სამკაულად იქცა ჩალურჯებული თვალი, რისთვისაც მოკრძალებით უნდა გაუღიმოს მეუღლეს. ეს უნდა შეიცვალოს, რადგან ეს უფლისთვის სათნო არ არის", _ განაცხადა "გურია ნიუსთან" დედა სიდონიამ.