საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ყველა უნდა დაფიქრდეს რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ და ქართველმა ხალხმა ამ კრიტიკულ მომენტში:
_ მინდა ყველა დავფიქრდეთ კრიტიკულ ისტორიულ მომენტზე, რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ და ქართველმა ხალხმა, ივანიშვილის ხელისუფლებამ რა გააკეთა?! მე ვეხმარები უკრაინელ მეგობრებს, რადგან ამოვდივარ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან. მე დავდივარ კიევში იმიტომ, რომ ვეხმარები ჩემს მეგობარ პოროშენკოს და ჩემ მეორე მეგობარ არსენ იაცენიუკს და ბევრ მეგობარს ჩემს გუნდთან ერთად, იმიტომ, რომ ამოვდივარ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან.
ყველგან, სადაც ხმა მიმიწვდება, ყველას ვუთხრი, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის იგივე, რაც არის დონ ბასი და ყირიმი, მე ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და არ ვარ საქართველოს მოქმედი ხელისუფალია. ყველა უცხოელ ჟურნალისტთან ვსაუბრობ საქართველოს პრობლემებზე. მეორე დღეს გამოდის ფორმალური, უთავმოყვარეო მთავრობის თავმჯდომარე საქართველოსი და იძახის, რომ ესენი კავშირში არ არის ერთმანეთთან, სხვა არის ყირიმი და აფხაზეთი და ამას ეუბნება საერთაშორისო თანამეგობრობას. რამდენიმე ამერიკელ ჟურნალისტს ველაპარაკე დღეს, სად არიან საქართველოს მთავრობის წევრები?! სამარცხვინოდ აქვთ თავი ჩამარხული.
მე ვამბობდი, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, ივანიშვილი ამბობდა საქართველომ დაიწყო ომი, მე ვამბობდი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მაქსიმალურად შევაწუხოთ, ივანიშვილი ამბობდა, რომ ჩვენ დასავლეთისთვის პრობლემა არ უნდა გავხდეთ. ისინი ამბობენ, რომ მათ აქვთ უნიკალური მიდგომა რუსეთთან მიმართებაში და არ გავაკეთებთ იმას, რასაც უკრაინა აკეთებს. ეს გამოიხატება იმაში, რომ დასავლეთს არ ჩარევს რუსეთთან ურთიერთობაში.
მე ვსვამ კითხვას _ ივანიშვილის ზვიგენი, რომ არის დიდი აკვარიუმში, თავის შვილებს ჩაყრის, თვითონ ჩაუხტება და ღამეს გაატარებს მასთან ერთად აუზში?! იგივე ზვიგენია რუსეთი. შევარდნაძესთან ერთად ვცურავდით ჩვენ ამ აკვარიუმში და ხან ერთი და ხან მეორე ნაწილი მოგვაჭამეს, – განაცხადა სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" საუბრისას.